9 აპრილი არის დიდი გამარჯვებების დაწყების დღე

09/04/2016

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან საქართველოს ისტორიაში 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დღე არის საქართველოს დამოუკიდებლობის და გამარჯვების დასაწყისი.

„9 აპრილი არის დიდი გამარჯვებების დაწყების დღე. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი დაიღუპა 9 აპრილს. ამ დღეს მაშინ მე მხოლოდ 15 წლის ვიყავი, მაგრამ ძალიან მკაფიოდ მახსოვს ეს დღე და ეს ემოციები. ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დავუშვით ბევრი შეცდომა, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ ქვეყანაში და სულ მალე დამოუკიდებლობის მოპოვების 25 წელს ვიზეიმებთ. ამ ადამიანების სულები ცხონდება და ისინი ნამდვილად არიან გმირები“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0