ვერძი
გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. შეიძლება გაგიმძაფრდეთ ინტერესი მედიცინისადმი. მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველებისადმი.
კურო
მეტად დაისვენეთ, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. ზოგიერთს მოეჩვენება, რომ მის ცხოვრებას რომანტიკა და ავანტიურა აკლია.
ტყუპი
მეტი პატივისცემა გმართებთ ასაკით უფროსი ნათესავებისადმი. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ქვეყნისა და თქვენი გვარის ისტორიისადმი.
კირჩხიბი
კეთილი საქმეებით გარშემო მყოფებში ავტორტიტეტს აიმაღლებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ.
ლომი
მხოლოდ ხარისხიანი ნივთები შეიძინეთ. ოჯახის ბიუჯეტი მეუღლესთან ერთად შეადგინეთ. დაისვენეთ და ბუნებაში გაისეირნეთ.
ქალწული
უსიამოვნებებს მარტივად მოაგვარებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. დაიცავით ძილის რეჟიმი.
სასწორი
დაიცავით ძილისა და კვების რეჟიმი, თუ არ გსურთ, ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ. რომანტიკაზე წინ ვალდებულებები დააყენეთ.
მორიელი
დღეს გართობაზე ფული უნდა დაზოგოთ, რომ მომავალში საქმისთვის გამოიყენოთ. დღეს შეიძლება ვიღაცის მფარველი გახდეთ. ზოგიერთი დიეტის დაცვას გადაწყვეტს.
მშვილდოსანი
ძლიერი რომ იყოთ, – ფიზიკურად და ემოციურად, ზოგიერთი აკრძალვა უნდა დაუნიშნოთ საკუთარ თავს. იყავით მეტად ორგანიზებული.
თხის რქა
შეფერხება გელით გადაადგილებისას, მიმოწერისას. ეცადეთ, არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ. იზრუნეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.
მერწყული
დღეს ზოგიერთი აკრძალვა უნდა აიტანოთ და ზოგჯერ გარშემო მყოფების მითითებებიც უსიტყვოდ შეასრულოთ. დაიცავით ოჯახური ტრადიციები.
თევზები
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. მოერიდეთ გაურკვევლობას ურთიერთობებში. თუ გარშემო მყოფები დახმარებას შემოგთავაზებენ, უარი არ უთხრათ.