9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

09/08/2019

ვერძი
ყველა საქმე დღეს დაასრულეთ, ხვალ კი დაისვენეთ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მოშურნეების მოსაზრებებს.

კურო
ყველაფრის მიტოვება და მოგზაურობა გსურთ. იმედია, გამგზავრებამდე საყვარელ ადამიანს შეურიგდებით, დრო სასიამოვნოდ რომ გაატაროთ.

ტყუპი
ეცადეთ, საქმეებზე შეხვედრებზე არ დააგვიანოთ. დღეს მუშაობა და დასვენება ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

კირჩხიბი
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს; ნუ გადაიღლებით, მინიმუმამდე შეამცირეთ საქმიანი შეხვედრები და საუბრები.

ლომი
საინტერესო ნაცნობობა გელით. ახალგაცნობილთან შეიძლება ან რომანტიკული ურთიერთობა გააგრძელოთ, ან შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ.

ქალწული
კარგი დღეა ახლის გასაგებად, ცოდნის მისაღებად. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

სასწორი
მარტოხელები კარგი განწყობითა და ღიმილით საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას მიიპყრობთ. შეყვარებულება საღამო საყვარელ ადამიანთან რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

მორიელი
თავგადასავლებისა დღეა. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებით თუ საქმე დაოჯახებას ეხება.

მშვილდოსანი
ყურადღება მიაქციეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. საღამო გაატარეთ სახლში, მეუღლესთან ერთად მოაწესრიგეთ ბინა, საკუთარი ოთახი.

თხის რქა
ემოციურად და ფსიქოლოგიურად დაძაბული დღე გელით, გადაწყვეტილებები საქმიან პარტნიორებთან შეათანხმეთ. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

მერწყული
სიყვარულისა და სიხარულის დღეა. საყვარელ ადამიანს საკუთარ გრძნობებს ნუ დაუმალავთ. გაანებივრეთ გემრიელობით, მზრუნველობით.

თევზები
საოჯახო საყიდლებისთვის კარგი დღეა. მოაწესრიგეთ ბინა, აგარაკი, ავტოფარეხი. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0