ვერძი
ნათესავებთან ერთად მოაგვარეთ სამემკვიდრეო საკითხები. ნუ გადადებთ გამგზავრებას, გადასახადების გადახდას. საღამოს მოულოდნელად სტუმრები გეწვევიან.
კურო
შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და დოკუმენტების გაფორმების დღეა. საშუალება მოგეცემათ მიაგნოთ საჭირო ადამიანებს, ინფორმაციას. ყურადღებას მიაქციეთ ცვლილებებს ოჯახში.
ტყუპი
თქვენ ხელთ იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია. თუ არ მოგწონთ არსებული სიტუაცია, დღის რეჟიმი, ურთიერთობა გარშემო მყოფებთან იფიქრეთ, რა უნდა შეცვალოთ.
კირჩხიბი
ჩამოწერეთ სამოქმედო, სამოგზაურო გეგმა. თქვენს ინტერესებს მხოლოდ ყოფითი კი არა გლობალური პრობლემებიც შეადგენს. ჩამოყალიბდით, რა გსურთ, რისკენ მიისწრაფით.
ლომი
შეამცირეთ კონტაქტები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, მშვიდ გარემოში. დატკბით მუსიკით, კითხვით. შეიძლება მედიტაცია და მომავლის ვიზუალიზაცია მოგინეთ.
ქალწული
გულითადი საუბარი გელით მეგობართან, ნათესავთან, ვინც პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. შეიძლება მოულოდნელად მიაგნოთ იმ კითხვაზე პასუხს, რაც ბოლო დროს გაწუხებდათ.
სასწორი
შეხვედრების, მოლაპარაკებების, მივლინების დღეა. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას.
მორიელი
საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და საინტერესო ადგილების მონახულება გელით. ზოგიერთი წარსულში გადაწყვეტს დაბრუნებას და მივიწყებულ მეგობრებთან ურთიერთობის აღდგენას.
მშვილდოსანი
თქვენი მიზანია, შეეგუოთ იმ სიტუაციას, რომელშიც ბოლო დროს აღმოჩნდით. მეტი დრო დაუთმეთ სულიერ განვითარებას, მატერიალური შემოსავლის გაუმჯობესებას. დახმარებას ნათესავებისგან მიიღებთ.
თხის რქა
დღეს პარტნიორის, კლიენტის მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოთ. ნუ ეტყვით მოსაუბრეს დიალოგზე უარს. კარგი დღე ელით კონსულტანტ, პოლიტიკოს ნიშნებს.
მერწყული
გადახედეთ დღის რეჟიმს, დოკუმენტებს, ძველ ნივთებს. თუ რამე არ მოგწონთ, ცვლილებები გმართებთ. თუ კოლეგებთან ურთიერთობა არ მოგწონთ, ეცადეთ, უკეთესობისკენ შეცვალოთ სიტუაცია.
თევზები
ფორტუნა გწყალობთ. ნათესავებისა და მეგობრების დახმარებით სასურველს მიაღწევთ. საშუალება მოგეცემათ გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები. მშვიდი საუბრით მოაგვარეთ უსიამოვნებები შვლებთან, მშობლებთან, უფროსთან.