8 ივლისიდან პარლამენტის კომიტეტები 2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 15 ივლისს გაიმართება, სადაც სახელმწიფო აუდიტისა და ეროვნული ბანკის დასკვნას მოისმენენ, ხოლო 23 ივლისს ბიუჯეტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ცვლილება ითვალისწინებს ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის 3, 4%-ით ზრდას.
„დეფიციტი შემცირდება 7, 6%-დან 6, 9%-მდე. იმედი მაქვს, რომ რეალური დეფიციტი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება. მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6%-მდე ანუ 5, 4% -ით. ასიგნებები იზრდება 1 114 000 ლარით“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს სხდომაზე.