დავით სერგეენკოს განმარტებით, არჩევნების თარიღის დანიშვნის პროცედურულ ნაწილში იყო ხარვეზი და არა შეცდომა. როგორც მან აღნიშნა, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულების პრეზიდენტისთვის უკან დაბრუნების შემდეგ ეს ხარვეზებიც გამოსწორდება.
„როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზები, რომლის გამოც დღეს ერთგვარი დაზუსტებები მოხდა. მე ვფიქრობ, ყველა იურიდიული და ლოგიკური განმარტებებით ეს იქნება გასაგებად ახსნილი საზოგადოებისთვის. რაც შეეხება არჩევნების თარიღს, ის რომ 8 ოქტომბერს უნდა იყოს არჩევნები, კონსულტაციების შედეგად დადგინდა. ამას მოჰყვებოდა იურიდიული პროცედურები, როგორიცაა წერილობითი შეთანხმება, მისი ვადები, რომელ დღეს რა უნდა გაიგზავნოს… სწორედ ამ პროცედურულ ნაწილში იყო ხარვეზი და არა შეცდომა. ასე რომ 8 ოქტომბერი რჩება. იმისთვის, რომ საზოგადოებაში კითხვები აღარ დარჩეს, ეს ხარვეზებიც გამოსწორდა“ – განაცხადა სერგეენკომ.