შალვა კერესელიძემ, გუდაურში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

14/01/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, გუდაურში, სასტუმროების, რესტორნების, მაღაზიებისა და სწრაფი კვების ობიექტების მეპატრონეებთან და ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა მთის კურორტების განვითარების კომპანიის გუდაურის მთის დეპარტამენტის უფროსი ნიკო ჩქარეული. შეხვედრაზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ჩასული დამსვენებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე, საცობების განტვირთვის აუცილებლობაზე იმსჯელეს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, შექმნილი ვითარების დასარეგულირებლად, შესაბამის უწყებებთან ინტენსიურად ითანამშრომლებს. მოწესრიგდება სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების გრაფიკი. იგეგმება მუშაობა პარკირების სივრცის გასაფართოებლად. სამუშაო შეხვედრაზე სხვა მიმდინარე თემებიც განიხილეს. მათ შორის, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო დასუფთავებისა და უსაფრთხოების ნორმების კიდევ უფრო მკაცრად რეგულირების საკითხებს. მხარის რმწუნებულის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ შესაბამის სახელმწიფო და კერძო უწყებებთან აქტიურად ვიმუშავებთ და გუდაურში არსებულ ვითარებას მონიტორინგს გავუწევთ. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა არსებული საჭიროებები დროულად იქნეს უზრუნველყოფილი“ – აღნიშნა შეხვედრაზე შალვა კერესელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0