იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და რაჟდენ კუპრაშვილმა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში იუსტიციის სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამუშაო მიმართულებებზე იმსჯელეს. აღინიშნა ხელისუფლების კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში; ხაზი გაესვა იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების მნიშვნელობას ანტიკორუფციული ბიუროს წარმატებული საქმიანობისათვის. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები – ბექა ძამაშვილი და ბუბა ლომუაშვილი.
იუსტიციის მინისტრმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

12/05/2023