მემორანდუმს ხელი მოაწერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, გნელ სანოსიანსმა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში სომხეთის დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობას საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, საგზაო უსაფრთხოების, გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით. ასევე, მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, გამოიყენონ თანამშრომლობის ეფექტიანი ფორმატები, მათ შორის, კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე გამოწვევების საპასუხოდ და ერთმანეთს გაუზიარონ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული ინოვაციურ გადაწყვეტები და გამოცდილება.
სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია, გნელ სანოსიანის ხელმძღვანელობით, საქართველოში რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამინისტროში უმასპინძლა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მეზობელ ქვეყანებს შორის არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მიმოიხილეს ორი ქვეყნის სამინისტროების საქმიანობის მიმართულებები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროებში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების საჭიროებას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის და საერთაშორისო მაგისტრალური საავტომობილო გზების განვითარების მნიშვნელობას.
საქართველოსა და სომხეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
05/04/2023