პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

02/05/2023

პარლამენტმა პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე იმსჯელა და 79 ხმით მიიღო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილება. კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას: საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის; უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემების მიერ არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის და არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტის ან რეექსპორტის ან ასეთი პროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0