ვერძი
ერთგული ადამიანი არ მიგატოვებთ და ის ვინც თქვენგან წავა, ე.ი. თქვენ გვერდზე ყოფნის ღირსი არ ყოფილა. საღამოს სიმშვიდე მოიმატებს და დაძაბულობა იკლებს.
კურო
თანამოაზრეებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. გაფრთხილდით, გადაამოწმეთ დეტალები. კარგი დღეა მიზნების განსახორციელებლად, ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.
ტყუპი
ცვლილებები გსურთ და დღეს რამდენიმე სფეროში სიახლეს შეიტანთ. იყავით მეტად აქტიური არ დაკარგოთ დრო ტყუილად.
კირჩხიბი
მუშაობაშიც და ურთიერთობაშიც მეტი ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. საღამო მხიარულ გარემოში, მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
ლომი
თუ გულხელდაკრეფილი არ იჯდებით, კარგ შედეგს მიაღწევთ. კარგი დღეა სწავლისთვის, თვალსაწიერის გასაფართოებლად. აგრეთვე, სასიყვარულო მიმოწერისთვის.
ქალწული
გარშემო მყოფების გავლენის ქვეშ ხართ და ეცადეთ, გადაწყვეტილებები მათი გავლენით არ მიიღოთ. მათგან მეტი პატივისცემა და თავისუფლება უნდა გქონდეთ.
სასწორი
გამარჯვება ახლოსაა და მთავარია, თქვენი მონდომება, არ გაჩერდეთ. იმოქმედეთ ყველა წესის დაცვით. საღამოს გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის და დატკბით ცხოვრებისეული წვრილმანებით.
მორიელი
დასვენების, მომხდარის გაანალიზების დღეა. თუ ახლობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესება გსურთ, მეტად გახსნილი უნდა იყოთ.
მშვილდოსანი
მხოლოდ გართობაზე ნუ ფიქრობთ, მუშაობაც აუცილებელია და მომხდარის გაანალიზებაც. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და ნაკლებად გარისკეთ.
თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და საქმიან პარტნიორებთან. იყავით მეტად გულუხვი და ერთგული. ყველას დაანახვეთ, რამდენად კარგი პარტნიორი ხართ.
მერწყული
ორჯერ დაფიქრდით, სანამ რამეს მოიმოქმედებთ. ნუ იქნებით უხეში ახლობლებთან ურთიერთობისას. კარგი დღეა მავნე ჩვევებთან დასამშვიდობებლად.
თევზები
საინტერესო ცვლილებები გელით კარიერაში. იყვავით დაკვირვებული. კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად.