დავით შერაზადიშვილმა მუსლიმებს იფთარის სუფრით უმასპინძლა.

07/06/2018

დავით შერაზადიშვილმა მუსლიმებს იფთარის სუფრით უმასპინძლა.

“მოგესალმებით ყველას, მინდა მოგილოცოთ წმინდა რამაზანის თვე და გულითადად გიმასპინძლოთ იფთარის სუფრით. ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. ჩვენ მეგობრულ გარემოში ვცხოვრობთ მრავალი წელია და პირველ რიგში გამოვხატავთ ერთმანეთის ტრაციდიებისა და რწმენის პატივისცემას, რისი ნათელი მაგალითიც გახლავთ დღევანდელი დღე. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს“,-ასე მიესალმა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მუსლიმ მორწმუნეებს.

მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დღეს მუსლიმი მრევლისთვის იფთარი (მარხვის ვახშამი ) გაიმართა. რამაზანის თვე აზერბაიჯანელ სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან გრიგოლ ნემსაძესთან ერთად მიულოცა. იფთარს ადგილობრივი მუფთები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს ძვირფასი რამადანის თვე, ისაუბრეს ამ წმინდა თვის განსაკუთრებულ თვისებებზე, მარხვის და ღვთისმსახურებების მნიშვნელობებზე.
რამადანის თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. მძიმე მარხვის პერიოდი მუსლიმებისთვის რამაზან-ბაირამის დღესასწაულით დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0