6 წლის წინ დაგამთავრეთ და 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დამთავრდებით

01/10/2018

„9 წელზე უნდა ვისაუბროთ დიდი ხანი, იმიტომ, რომ ის 9 წელი არ იყო უბრალოდ 9 წელი – ის იყო გაუპატიურების, წამების და ათასი უბედურების 9 წელი და ამიტომ, 9 წელზე დიდხანს უნდა ვისაუბროთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძე უმცირესობის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.

„დღემდე, გერმანიაში, ჰოლოკოსტის კვალის სანახავად დაყავთ ბავშვები, იმიტომ, რომ ეს უნდა იცოდეს გერმანელმა ბავშვმა, რომ იგივე არ განმეორდეს. თქვენ მასშტაბი არ გქონდათ იმხელა, თორემ ჰოლოკოსტს კი არა, უარესს მოუწყობდით ქართველ ხალხს. მასშტაბი არ გქონდათ, ვერ გაქაჩეთ“,- მიმართა უმცირესობის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, მთავარი ღირებულება, რასაც წინა ხელისუფლება ეფუძნებოდა, იყო ადამიანების ღირსების შელახვა და წამება.

„ჰოლოკოსტი რა იყო იცით? ადამიანის წამება და ადამიანის ღირსების შელახვა – ეგ იყო ჰოლოკოსტი და თქვენ ის მასშტაბი ვერ გაქაჩეთ, მაგრამ, რომ გქონოდათ საშუალება, მაგასაც გაქაჩავდით. მთავარი ღირებულება, რასაც ეფუძნებით, ეგ იყო – ადამიანების წამება და გაუპატიურება. ასე ომახიანად თქვენს ადგილას, ნამდვილად არ ვისაუბრებდი. შუბლის ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი, ამის მოთმენას არ ვაპირებ. 6 წლის წინ დაგამთავრეთ. 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დამთავრდებით. თქვენი ომახიანი საუბარი ნამდვილად არ შეიძლება, აქ ისმოდეს. ტონი უკვე განგისაზღვრეთ, ჩაგაგდებინეთ ხმა 6 წლის წინ და მასევე გიზამთ მომავალშიც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0