6 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

06/09/2019

ვერძი
სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. საყვარელ ადამიანთან ერთად შეადგინეთ რომანტიკული უქმეების გეგმა.

კურო
თუ საკუთარ თავზე აიღებთ წვეულების მოწყობას, ყველაფერი იდეალურად ჩაივლის. კარგი დღეა ახალი პროექტების განსახორცილებლადაც.

ტყუპი
ზედმეტად მგრძნობიარე ხართ კრიტიკისადმი. შეიძლება მნიშვნელოვანი რჩევა მიიღოთ. კომფორტისა და მზრუნველობისთვის ოჯახის წევრებს მიმართეთ.

კირჩხიბი
უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი. სასურველია, დღესვე დაასრულოთ ყველაფერი, უქმეები ოჯახთან ერთად რომ გაატაროთ. დაკვირვებული იყავით დეტალებისადმი.

ლომი
რაც უფრო მიზნამიმართული და დაკვირვებული იქნებით, მით უკეთესია თქვენი საქმეებისთვის. საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. და მათზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.

ქალწული
საეჭვო საქმეები და სიტუაციები ჩამოგშორდებათ და მშვიდად შეძლებთ მუშაობას. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ადამიანებს.

სასწორი
ადამიანს თუ უსიამოვნო ამბები უნდა უთხრათ, ეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად დელიკატური. ეცადეთ, ერთად გაანალიზოთ სიტუაცია და როგორ მოიქცეთ მომავალში.

მორიელი
აჩქარებით ყველაფერს გააფუჭებთ. მშვიდად აუხსენით ადამიანებს, ვინ რა უნდა გააკეთოს და როგორ. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

მშვილდოსანი
ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ. მოიცილეთ ყველა ის ადამიანი, ვინც საქმეების მოგვარებაში ხელს და ნერვებსაც გიშლით. რომანტიკული საღამო დაგეგმეთ.

თხის რქა
რაც უფრო ბეჯითი იქნებით, მით კარგ შედეგს მიაღწევთ. ეცადეთ, კომპეტენტურ ადამიანებთან იკონტაქტოთ. კარგი დღეა სიახლეების დასანერგავად. ჩამოწერეთ მომდევნო კვირის გეგმა.

მერწყული
დღეს ყველამ თითქოს პირი შეკრა და თქვენს ნერვებზე გადაწყვიტეს თამაში. არავის არ აჰყვეთ. მაქსიმალურად მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე და ხშირად გადით სუფთა ჰაერზე.

თევზები
ზოგჯერ ადამიანებს უნდა დაშორდეთ, რომ შორიდან უკეთ დაინახოთ მთლიანობაში. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი პრობლემების მოგვარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0