6 თებერვალის ასტროლოგიური პროგნოზი

06/02/2020

ვერძი
მთელი დღის მანძილზე ნელ-ნელა მატულობს თქვენი ინტერესი დაფარული, აკრძალული, რთული თემებისადმი. პრაქტიკულად მიუდგებით ისეთ თემებს როგორიცაა კრიტიკული სიტუაციები, ექსპერიმენტები, ერთობლივი გეგმები და რესურსები. თუ თქვენ რაიმეს გამოძიება გსურთ, მაშინ გაითვალისწინეთ დღეს უფრო მეტი შეკითხვის დასმა მოგიწევთ ვიდრე რეალურად პასუხებს იპოვით მათზე.

კურო
ნუ იქნებით ზედმეტად თვითდაჯერებული, ნუ ფიქრობთ რომ თქვენ ყველაფერი იცით. დაფიქრდით საკუთარ ქცევაზე და შეეცადეთ უკეთესისკენ შეიცვალოთ, ამით ბევრს მოიგებთ. დღეს თქვენი ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი, ორგანიზატორული ნიჭი, დიდ სამსახურს გაგიწევთ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ადვილი საქმე იქნება და სავარაუდოდ ბევრი ოფლის ღვრაც მოგიხდებათ, რადგან ერთბაშად, რამოდენიმე ფრონტზე მოგიწევთ ბრძოლის გაჩაღება.

ტყუპი
მტრები მეგობრებზე ახლოს იყოლიეთ, ამას ის ადამიანები გვირჩევენ ვინც ნამდვილად იცის ცხოვრება და ბევრი რამე უნახავს. გაითვალისწინეთ ეს რჩევა, ყურადღებით იყავით იმის მიმართ თუ რა ხდება თქვენს გარშემო. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი ინტერესების დაცვა. შეეცადეთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას, მხოლოდ ცივი გონებით იხელმძღვანელოთ და ემოციებს ნაკლებად აჰყვეთ. დღევანდელი დღე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევის თვალსაზრისითაც არ მოგცემთ სასურველ შედეგს, რადგან თქვენს არგუმენტებს იგი, ძალზე არასერიოზულად მოეკიდება.

კირჩხიბი
დღეს უმჯობესია საკუთარ თავს გაუფრთხილდეთ. ნუ გადაიტვირთებით, უმჯობესია ახლობლების დახმარებით ისარგებლოთ. დროა გულახდილად ისაუბროთ ვინმესთან, ამით უდიდეს შვებას იგრძნობთ. დღეს ასევე შესაძლებლობა მოგეცემათ, გარშემომყოფები საკუთარი დამოუკიდებლობითა და ხასათის სიმტკიცით გააოცოთ. მართალია თქვენი ნატურიდან გამომდინარე, როგორც წესი ძირითადად გუნდში მუშაობა გირჩევნიათ, მაგრამ მაგრამ დღეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გუნდურ თამაშს, საკუთარი ინდივიდუალიზმი უნდა დაუპირისპიროთ და წარმატების მისაღწევად დამოუკიდებლად იმოქმედოთ. დღე უკეთ ჩაივლის თუ მას სუფთა ჰაერზე გაატარებთ. მეტი იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

ლომი
იყავით ყურადღებით, რომ დროულად შეამჩნიოთ საფრთხე, და გონიერი, რათა დროულად აირიდოთ იგი თავიდან. ნუ უგულვებელყოფთ ახლობელი ადამიანების რჩევებს.

ქალწული
დღეს გეძლევათ შესაძლებლობა შეცვალოთ არა მხოლოდ თქვენი არამედ ახლობელი ადამიანების ბედიც. საკმაოდ პოზიტიური დღეა ყველანაირი წამოწყებისთვის. სამეცნიერო საქმიანობისთვის. აგრეთვე დადებითი დღეა ბავშვებთან ურთიერთობისათვის. სასურველია ბუნებაში გასეირნება.

სასწორი
დღეს უმჯობესია თავი შეიკავოთ ნებისმიერი სახის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. თუნდაც ბევრი საქმე დაგრჩეთ გასაკეთებელი, უმჯობესია ჯერ დაისვენოთ და მერე დაუბრუნდეთ მათ. ნუ აჩქარდებით იქ სადაც შესაძლებელია მოცდა.

მორიელი
თქვენ გაცილებით მეტი შეგიძლიათ ვიდრე გგონიათ. შეეცადეთ დღევანდელი დღე მარტოობაში გაატაროთ, დაისვენეთ ახლობლებისგან, რადგან დღეს გაგიჭირდებათ მათთან საერთო ენის გამონახვა. ეს ყველაფერი გადაღლის ბრალია, დასვენების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება.

მშვილდოსანი
ყველაზე დიდი შეცდომა რაც დღეს შეიძლება რომ ჩაიდინოთ სხვებზე ზედმეტი იმედების დამყარებაა. თავი ხელში აიყვანეთ და შეეცადეთ პრობლემებს საკუთარი ძალებით გაუმკლავდეთ. ჯერ კიდევ არაა გვიანი ყველაფერი გამოასწოროთ, იმოქმედეთ თავდაჯერებულად.

თხის რქა
დაისვენეთ სამუშაოსგან, მოდუნდით, თავი შეიკავეთ დაუგეგმავი საქმეებისგან. დღეს აღმოცენებულმა მეგობრობამ შესაძლებელია მომავალში იმედები გაგიცრუოთ. გამოავლინეთ თანამოაზრეების მიმართ მეტი მოთბინება.

მერწყული
ნუ შეეცდებით გაეკიდოთ ისეთ რამეს რაც თქვენგან შორსაა, პასუხები კითხვებზე იმაზე ახლოსაა ვიდრე თქვენ გგონიათ. დღეს ზედმეტი ვალდებულებების აღებისგანაც, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, რადგან მომავალში ამ დანაპირების ვერ შესრულების ალბათობა ძალზე დიდი იქნება.

თევზები
დღეს სამსახურში ნუ გადაიტვირთებით, აჯობებს მეტი ყურადღება ოჯახს და სახლს დაუთმოთ. დროა ბინის რემონტზეც იფიქროთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მშობლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0