6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

05/08/2017

ვერძი
გარშემო საინტერესო ამბები ხდება, საინტერესო ადამიანებს შეხვდებით, ნუ დარჩებით სახლში. მეგობრები ათასგვარ გასართობს მოიგონებენ.

კურო
მხიარულება და თავგადასავლები გელით. საღამოს რომანტიკული შეხვედრისთვის მოემზადეთ.

ტყუპი
სამსახურის საქმეები და საოჯახო ვალდებულებები გვერდზე გადადეთ; დღეს მხოლოდ გართობით უნდა დაიღალოთ.

კირჩხიბი
დილა საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ თავგადასავალს გიმზადებთ.

ლომი
კარგ განწყობაზე ხართ, სასიამოვნო მოულოდნელობები, შეხვედრები და მხიარულება გელით.

ქალწული
თუ სურვილი გექნებათ, ცოტა წაიმუშავეთ, მაგრამ მეტად დაისვენეთ, ბუნებაში გაისეირნეთ, მეგობრებს შეხვდით.

სასწორი
მოერიდეთ ავანტიურას, ცდუნებას. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. მოაწყვეთ მხიარული წვეულება.

მორიელი
მეგობრები თქვენს ზარს ელოდებიან. დილიდანვე გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. იმხიარულეთ, თუმცა, ნურც საყვარელ ადამიანს მოაკლებთ ყურადღებას.

მშვილდოსანი
მოაგვარეთ საოჯახო ვალდებულებები და მეგობრებს შეეხმიანეთ, წვეულება და გართობა მოიწყვეთ.

თხის რქა
მოწყენისა და უხასიათობის დრო არაა. მოიწყვეთ შოპინგი, შეხვდით მეგობრებს. გაეცანით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს.

მერწყული
მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად ბუნებაში.

თევზები
დაიცავით საკუთარი პოზიცია, მაგრამ მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0