მესტიაში, გაიმართა სვანეთობის ტრადიციული სახალხო დღესასწაული. ღონისძიებას ეწსრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, მესტიისა და ზემოსვანეთის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია, გუბერანატორის პირველი მოადგილე, ნინო ვიბლიანი, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მერის პირველი მოადგილე, ნელი ნავერიანი და მერის მრჩეველი კულტურის და სოციალურ საკითხებში ლევან კიკვიძე. დილიდან სეტის სკვერში მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფესტივალის მიმდინარეობისას მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან დაეგემოვნებინათ სვანური ტრადიციული სამზარეულო, ასევე დაეთვალიერებინათ პავილიონებში წარმოდგენილი ხალხური რეწვის ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
ღონისძიების ფარგლებში ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
მივიწყებული საუკეთესო კერძი-ფარის ადმინისტრაციული ერთეული.
ყველისა და რძის პროდუქტებისგან მომზადებული საუკეთესო კერძი- ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეული.
მხალეულისგან მომზადებული სვანური კერძი-ბეჩოს ადმინისტრაციული ერთეული.
ხორცპროდუქტებისგან მომზადებული საუკეთეს კერძი- ლატალის ადმინისტრაციული ერთეული
ხის საუკეთესო ნაკეთობები სვანური ელემენტებით – მულახის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, ტელმან გიგანი.
საუკეთესოდ წარმოდგენილი სუფრა- დაბა მესტია.
ხელსაქმის საუკეთესო ოსტატი- (ფიუზინგი) – მაკა მახაშვილი, ეთერ ჟაფარიძე.
ჟიურის სპეციალური პრიზი -საუკეთესო ხელთნაკეთ და ლითონის ჭედური ნაკეთობები- მულახის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, ბერდია ქურდიანი.
საუკეთესო მუსიკალური ნომერი-ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეულის ანსამბლი “ნენსკრა”.
სამზარეულოს აღჭურვილობა ხის ძველებური ნაკეთობები- წვირმის ადმინისტრაციული ერთეული. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალური სიგელებით და საოჯახო ტქნიკით. სვანეთობის ფარგლებში გამოვლინდნენ სვანეთის საპატიო მოქალაქეები. აღნიშნული ჯილდო მიენიჭათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, სოლომონ პავლიაშვილს. პანდემიის პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტი იყო გამორჩეული ყურადღების ობიექტი ბატონი სოლომონის მხრიდან, რაც გამოიხატა მესტიის მუნიციპალიტეტის მერთან, კაპიტონ ჟორჟოლიანთან ერთად, მოსახლეობისთვის აუცილებელი სასურსათო თუ სამედიცინო პრობლემების მოგვარებაში.
თავის მხრივ ბატონმა სოლომონმა გულითადი მადლობა გადაუხადა მესტიის მუნიციპალიტეტის მერს და ადგილობრივ მოსახლეობას გამოჩენილი გულისხმიერებისთვის. საპატიო წოდება მიენიჭა ასევე ლიეტუვის რესპუბლიკის, ქალაქ ტელშაის წარმომადგენელს, ეგლე ტარვაინაიტეს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მესტიის მუნიციპალიტეტის და ლიეტუვის ქალაქ ტელშაის შორის დამეგობრებაში და შემდგომი აქტივობების განხორციელებაში.
ღონისძიება დასრულდა ფოლკლორულ- ეთნოგრაფიული ანსამბლ “ძირიანი” -ს და ქართული ესტრადის ვარსკვლევების, სოფო ბედიას და ლიზა ბაგრატიონის გრანდიოზული სოლო კონცერტით.
სვანეთობის ტრადიციული სახალხო დღესასწაული გაიმართა
29/07/2023