ზურაბ აზარაშვილი იაპონიის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

08/05/2023

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, საქართველოში იაპონიის სრულუფლებიან ელჩ იმამურა აკირასთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, გადადგმული ნაბიჯები და აქტივობები შეაფასეს. იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესები ქვეყანაში ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს. უწყების ხელმძღვანელმა, ელჩს, მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა მისიის უფროსის მოადგილე ბატონი სუზუკი ტოშიიუკი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0