ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და სოციალური კეთილდღეობისთვის გადადგმული ნაბიჯები და ერთობლივი აქტივობები შეაფასეს. უწყების ხელმძღვანელმა, ღასან ხალილს, საქართველოში, ბავშვების განვითარებასა და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელმა მადლიერება გამოხატა, ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული ძალისხმევისთვის. შეხვედრას გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანმრთელობისა და ნუტრიციის სპეციალისტი თაკო უგულავა ესწრებოდა. ღასან ხალილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის პოზიციაზე 5 წელი მუშაობდა.
ზურაბ აზარაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელს შეხვდა
19/04/2023