5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა

01/10/2016

ოთხი საერთაშორისო ორგანიზაცია – ,,განათლების ინტერნაციონალი (EI)”, UNESCO, ,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)“ და გაეროს განვითარების ფონდი, 2016 წლის 5 ოქტომბერს მასწავლებლის სტატუსის შესახებ რეკომენდაციის მიღების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვინაიდან 5 ოქტომბერი სამუშაო დღეა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პირველ ოქტომბერს, სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეთა 700–ზე მეტ წარმატებულ პედაგოგთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0