სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ ინიციატივით და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, პროექტ ,,ქალები აქტიურ პოლიტიკაში“ ფარგლებში ქალთა სახლი დაფუძნდება.
შეხვედრაზე მოწვეულია პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ქალები სამართლიანობისთვის თავმჯდომარე ნათია ქევხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – ბოდბისხევში, საქობოსა და ვაქირში, ქალთა სახლები უკვე დაფუძნდა.
5 მაისს ქალაქ წნორში ქალთა სახლი დაფუძნდება

04/05/2016