5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

05/01/2019

ვერძი
მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას. მოგონებების, წარსულის გახსენების დღეა. დაუგდეთ ყური ავტორიტეტებს.

კურო
კარგი დღეა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შესახვედრად. შეიძლება ვინმეზე მფარველობა იკისროთ.

ტყუპი
მოერიდეთ ფანტაზიორობას. ახლობლებისგან მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას მიიღებთ.

კირჩხიბი
მეტი ზრუნვა გმართებთ შვილებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ. გარშემო მყოფებისთვის ავტორიტეტი ხართ და რჩევებს ნუ დაიშურებთ მათთვის.

ლომი
წარუმატებლობასაც კი მოაქვს შედეგი. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას; თქვენს და ოჯახის წევრებისას.

ქალწული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მარტოხელები ნუ ეძებთ ძველი პარტნიორის თვისებებს ახალგაცნობილებში.

სასწორი
თუ არ გსურთ, დაავადება ქრონიკულში გადაგეზარდოთ, მკურნალობის კურსი ჩაიტარეთ. ნუ დაგეზარებათ, დაეხმარეთ გარშემო მყოფებს.

მორიელი
სურვილების ასრულების დღე გაქვთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, მოგზაურობისა და რომანტიკისთვის.

მშვილდოსანი
მიიღეთ გაკვეთილი წარუმატებლობისგან. შეიძლება ახალი მეგობრები, თანამოაზრეები გაიჩინოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

თხის რქა
გააუმჯობესეთ ურთიერთობა მფარველთან, გავლენიან ადამიანებთან. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

მერწყული
საყიდლების, ახალი კერძების დაგემოვნების დღეა. საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარი არ უთხრათ.

თევზები
თქვენს ნიჭს ყველაზე კრიტიკული ჟიურიც კი აღიარებს. საყვარელი ადამიანი ყველა სურვილს აგისრულებთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0