ვერძი
თქვენთვის პირველ ადგილზე უნდა იდგეს ფსიქიკა. ეცადეთ მოერიდოთ უარყოფით ემოციებს. ეწვიეთ ბასეინს, წყალი დადებით გავლენას მოახდენს თქვენზე.
კურო
დროებით მოწყდით სამუშაოს. ამით ზიანი არ იქნება. თქვენ დასვენება გჭირდებათ, დღეს კარგი იქნება მზეზე დასვენება. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს.
ტყუპი
დღეს კარდინალური ცვლილებების სურვილი დაგებადებათ, მაგრამ ნუ აჩქარდებით. ეცადეთ გადაწყვიტოთ ყველა თქვენს წინაშე არსებული პრობლემა თქვენდა სასიკეთოდ.
კირჩხიბი
მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. მნიშვნელოვანი შესაძლებელია საბედისწერო ნაბიჯის გადადგმა. ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია იოლად, მაგრამ ნუ შედრკებით და ეცადეთ ყველა ძალა იხმაროთ დასახულის განსახორციელებლად.
ლომი
დღე გპირდებათ სულიერ წონასწორობას, ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. დღეს არავინ არ დაიწყებს ჩივილს შთაგონების არ არსებობაზე. ნუ იქნებით დაუნახავი.
ქალწული
დღეს დაძაბული დღე გელით. ეცადეთ აკეთოთ მხოლოდ ის რაც აუცილებელია და მაშინ როცა აუცილებელია.
სასწორი
ეცადეთ დაგეგმოთ და შედეგიანად გამოიყენოთ დრო. საქმეები არ გადადოთ მომავალი კვირისთვის, დღესვე თუ ვერ დაამთავრებთ მათ, დაიწყეთ მაინც მათი განხორციელება.
მორიელი
დღეს შეგიძლიათ აკეთოთ ის რაც გაგიხარდებათ, ენდეთ ინტუიციას. მთავარია არ იზარმაცოთ, დროს ტყუილად ნუ გაფლანგავთ.
მშვილდოსანი
არ გირჩევთ სამსახურის შეცვლაზე ფიქრსაც კი. დღეს მართალია აღელვებული ხართ, მაგრამ იქით კვირამდე მოითბინეთ სავარაუდოდ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება.
თხის რქა
დღეს დიდი წარმატებით ისარგებლებთ საპირისპირო სქესთან. საღამოს შეიძლება საპარიკმახეროში წასვლა დაგეგმოთ. მოერიდეთ ირგვლივ მყოფთა კრიტიკას, თორემ საღამო შეიძლება მარტოობაში გაატაროთ. თავი შეიკავეთ უაზრო სურვილებისგან.
მერწყული
ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და გონიერება , როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები. შეეცადეთ მნიშვნელოვან პრობლემებს არ შეეჭიდოთ.
თევზები
ეცადეთ მეტი დადებითი ემოციით დაიხუნძლოთ დღეს, დღისით საფუძვლიანად დაისვენეთ. საღამოს გაერთეთ თავდავიწყებით.