5 და 6 მაისს ჩაქვი- მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

03/05/2018

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92–ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბის პროფილაქტიკური სამუშაოებისა და დასუფთავების გამო, 2018 წლის 5 და 6 მაისს, ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა და მისი გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0