5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

05/08/2019

ვერძი
ახალი შემოთავაზებებისა და საინტერესო პერსპექტივების დღეა. არჩევანის საშუალება გექნებათ და ეცადეთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. გართობა კარგია, მაგრამ ნურც ვალდებულებებს დაივიწყებთ.

კურო
ბედნიერი და პოზიტიური დღე გელით. სიამოვნებას მიიღებთ ჩვეულებრივი საქმეების შესრულების დროსაც კი. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, ახლობლებს.

ტყუპი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ფული მოზომილად ხარჯეთ. მხიარული საღამო გელით, ნუ მოიკლებთ გართობას უფულობის მიზეზით.

კირჩხიბი
ყველა უსიამოვნებას წამებში მოაგვარებთ და საყვარელ ადამიანთან დროის გასატარებლადაც მოიცლით. მთავარია, თქვენს პირად ცხოვრებაში არავინ ჩაახედოთ.

ლომი
ახალი წამომწყებები გამოცდილ ადამიანებთან ერთად დაიწყეთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის, მგზავრობისთვის. მთავარია, თავად იყოთ მშვიდი და დაფიქრებულად იმოქმედოთ.

ქალწული
ყველას გასაკეთებელს თავად ნუ შეასრულებთ, საქმე სხვებსაც გადაუნაწილეთ. კარგი დღე ცდებისა და ექსპერიმენტებისთვის. მეგობრებთან ერთად გართობის საშუალებაც მოგეცემათ.

სასწორი
დღეს მხოლოდ ერთგულ და გამოცდილ პარტნიორებს უნდა ენდოთ. მეტი ყურადღება გმართებთ მეგობრებისა და ახლობლების მიმართ. გამონახეთ დრო დასვენებისა და ბავშვებთან ერთად გართობისთვის.

მორიელი
ზოგიერთს მნიშვნელოვანი საუბარი და ახალი პროექტების დაწყება ელის. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. მეგობრებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.

მშვილდოსანი
თუ დროს სწორად გადაანაწილებთ, საქმეებსაც მარტივად გაუმკლავდებით და გართობისა და რომანტიკისთვისაც დაგრჩებათ დრო. მოიწყევთ რომნატიკული საღამო. და მოეშვით ზედმეტ ფილოსოფოსობას.

თხის რქა
დატოვეთ წარსული წარსულში და მოემზადეთ სიახლეებისთვის. წინ გამარჯვებები და ბედნიერება გელით. დაგეხმარებიან ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ.

მერწყული
დასვენებული და გამოძინებული შეუდექით ახალი ვალდებულებების შესრულებას. თქვენს აზრს და რჩევებს გარშემო მყოფები გაითვალისწინებენ, მაგრამ ძალიან მწარე სიმართლეს შეულამაზებლად ნუ იტყვით.

თევზები
დილა პოზიტიურად დაიწყეთ. ენერგიის დაგროვებაში ვარჯიში დაგეხმარებათ. საღამომდე ახალი იდეების განხორციელებით, ახალი საქმეების დაწყებით იქნებით დაკავებული, მაგრამ ნურც სუფთა ჰაერზე სეირნობას და დასვენებას მოიკლებთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0