461 შემოწმებული მიკროავტობუსიდან კონდიციონერი 189 -ს ჰქონდა ჩართული

20/07/2016

თბილისის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსების მონიტორინგს განაგრძობს. ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფებმა გაგრილების სისტემის შესამოწმებლად 461 ავტომანქანა დაათვალიერეს. მათგან კონდიცირება ჩართული კი მხოლოდ 189 მიკროავტობუსს ჰქონდა.დედაქალაქის მერიის დავალებით შექმნილი სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, უკვე მეორე დღეა რაც მუნიციპალური ტრანსპორტის შემოწმებას ახორციელებს.

”დღის პირველ ნახევარში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შესამოწმებლად 461 ავტომანქანა დაათვალიერეს. მათგან კონდიციონერი ჩართული 189 მიკროავტობუსს ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ 51 მიკროავტობუსში კონდიციონერი ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა, ხოლო 2-მა მძღოლმა, სისტემის ჩართვაზე უარი განაცხადა. მერიის თანამშრომლებმა აღნიშნულის შესახებ რეაგირების მიზნით კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსს” ოპერატიულად აცნობეს. ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფები სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შემოწმებას მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გააგრძელებენ”,- აცხადებენ თბილისის მერიაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0