400-მდე დევნილი ოჯახი ქუთაისში საცხოვრებელ ფართს მიიღებს

05/08/2016

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისში, შმიდტისა და ერისთავის ქუჩებზე მენაშენეების პროექტის ფარგლებში, ახალაშენებულ კორპუსებში შესყიდული საცხოვრებელი ფართები დაათვალიერეს.

ერისთავის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა და უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართით 43 ოჯახი დაკმაყოფილდება. შმიდტის ქუჩაზე კი დევნილ ოჯახებს 180 ბინა გადაეცემათ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, მენაშენეებისგან, კონკურსის საფუძველზე, ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ჯამში 263 ბინა შეისყიდა.

მენაშენეების პროექტის პარალელურად, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 2 000 დევნილი ოჯახისთვის 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობაც მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე 2 კორპუსი შენდება, სადაც 2016 წლის ბოლომდე ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა შერვაშიძის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა მოინახულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0