40 წლიანი პაუზის შემდეგ ფუთში ახალი საავტომობილო გზა გაიხსნა

07/09/2016

სოფელ ფუთში საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. თითქმის 40 წლიანი პაუზის შემდეგ სოფელში პირველად განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის მიხედვით საავტომობილო გზის 1500 მეტრიანი მონაკვეთი ასფალტის საფარით კეთილმოეწყო. გზის მშენებლობის სამუშაოები რეგიონული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ღირებულება 248 500 – მდე ლარს შეადგენს. გზის ასფალტის საფარით მოწყობაზე ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საპოვნელა +“ მუშაობდა. აღდგენილი გზის მონაკვეთი გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კრავეიშვილმა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გოჩა კაკოიშვილმა მოინახულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0