დუშეთში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მრავალშვილიან, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს პირველადი მოხმარების ნივთებით დაკომპლექტებული პაკეტები გადაეცემათ

22/05/2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ლელა აქიაშვილთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად, სოფელ ოძისში მცხოვრებ მრავალშვილიან, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო პროდუქტითა და პირველადი მოხმარების ნივთებით დაკომპლექტებული პაკეტები გადასცა. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივებს გაესაუბრნენ და მათთვის პრიორიტეტულ საკითხებსაც გაეცნენ. სოციალური პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში დახმარების პაკეტს დუშეთის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახები მიიღებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0