ალექსანდრე მოწერელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს შეხვდა

12/09/2018

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ალექსანდრე მოწერელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს, ჰოკან რაპის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.
«ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ჩვენს რეგიონში, რისთვისაც გიხდით მადლობას და გთავაზობთ ინტენსიურ თანამშრომლობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ ეს თანამშრომლობა იქნება წარმატებული.“ — მიმართა სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ჰოკან რაპის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი ჯიქია და მოადგილე — ნინო ვიბლიანი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0