„იმ დროს, როდესაც ქვეყანას აქვს პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევები, ჩვენ გვჭირდება მეტი კონსოლიდაცია, მაქსიმალურად სტაბილური ვითარება იმისათვის, რომ შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომ თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის უფლებები მეტად იყოს დაცული.. ასე რომ, ეს არის მთავარი ამოცანა, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ზუსტად ის არის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წევრების, რომ სიტუაცია იყოს კონტროლირებადი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, რაც მთავარია, და თითოეული მოქალაქის უფლებები იყოს რეალიზებული. ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ ფაქტებზე, ვსაუბრობთ ემოციებზე, ვსაუბრობთ პროტესტზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ 4 მილიონამდე მოქალაქეს ამ ქვეყაანაში ერთადერთი რამ სჭირდება – სტაბილური გარემო განვითარებისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებაზე მათ ზრუნვა შეძლონ და ეს პასუხისმგებლობა აქვს პირდაპირ მთავრობას. საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული უფლებამოსილება და, ამავე დროს, დაკისრებული პასუხიმგებლობა ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, რომ ვითარება იყოს კონტროლის ქვეშ და მართვადი,“ – ლევან დავითაშვილი
4 მილიონამდე მოქალაქეს ამ ქვეყნაში ერთადერთი რამ სჭირდება – სტაბილური გარემო განვითარებისთვის
12/07/2021