4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

04/01/2019

ვერძი
კარგი დღეა ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავებისთვის. დაზოგეთ ენერგია და ძალები. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

კურო
რჩევასა და დახმარებას ითხოვენ შვილები. მეტი დრო გაატარეთ ჰაერზე. საღამოს შინ მეგობრებს უმასპინძლეთ.

ტყუპი
უამრავი საქმე და ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება. ნუ ხართ ზედმეტად ემოციური, ამან შეიძლება ურთიერთობა გაგიფუჭოთ ახლობლებთან.

კირჩხიბი
მშვიდად შეხვდით ცვლილებებს, სიახლეებს. გამოცდილებაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. დაფიქრდით, რატომ გაქვთ საყვარელ ადამიანთან უსიამოვნება და გამოასწორეთ სიტუაცია.

ლომი
სხვა დღისთვის გადადეთ შეხვედრები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მეტად დაისვენეთ. გაფრთხილდით, არ დაგეძაბოთ ურთიერთობა მეგობრებთან.

ქალწული
კარგი დღეა სახელმწიფო სტრუქტურის წამომადგენლებთან, უფროსთან ურთიერთობისთვის. მოიმატებს კომუნიკაციების სურვილი. საღამოს კარგია სეირნობა, წყლის პროცედურები.

სასწორი
იდეების განხორციელებას, ახალი საქმეების დაწყებას შეძლებთ. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.

მორიელი
დღეს გარშემო მყოფებს უნდა დაეხმაროთ. კოლეგებს გაუჭირდებათ საქმეების დასრულება თქვენ გარეშე. კარგი დღეა გამაჯანსაღებელი პროცედურების დასაწყებად.

მშვილდოსანი
ნუ ელოდებით ბევრს, მომენტალურ წარმატებას. დაკვირვებულად დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობა. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, საყვარელ ადამიანს.

თხის რქა
შეიძლება დღეს მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამ. დინჯად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ახლობლებთან.

მერწყული
კარგი დღე ელით პედაგოგ და ლექტორ ნიშნებს. ცხოვრებისეულ გამოცდილებას დაეყრდენით. წარმატებულია საქმეების მოგვარება სახელმწიფო სტრუქტურებში. სიამოვნებას მოგანიჭებთ ჰობი.

თევზები
საქმიანი შემოთავაზებები დაკვირვებულად განიხილეთ. მეტი დრო დაუთმეთ სასიამოვნო საქმიანობას. საღამოს კარგია ცურვა, აბაზანა. მეტად დაისვენეთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0