4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

04/08/2019

ვერძი
საკუთარ თავსაც მიეცით თავისუფალად ცხოვრების საშუალება და გარშემო მყოფებსაც. მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში, ბუნებაში.

კურო
დროა, ბავშვებთან ერთად გაატაროთ დრო. მათთან ერთად ითამაშეთ და დაიხმარეთ საოჯახო საქმეებში. მოზომილად ხარჯეთ ფული.

ტყუპი
გულში დარდი და წყენა არ ჩაიდოთ. მიშორეთ ნეგატივი, რომელიც ცხოვრებით ტკბობაში გიშლით ხელს. ესტუმრეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებს.

კირჩხიბი
თავგადასავლებითა და მხიარულებით აღსავსე დღე გელით. დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და საჭირო ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ.

ლომი
საქმიანი და მეგობრული შეხვედრების დღეა. რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით და გაესაუბრებით, მით აიმაღლებთ გარშემო მყოფებში ავტორიტეტს.

ქალწული
საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ; შეიძლება ისეთი ადამიანები გაიცნოთ, ვინც პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა ახალი იდეების ჩამოწერეთ.

სასწორი
მხიარული და ხალისიანი ხართ და ეცადეთ, არაფერმა გაგიფუჭოთ განწყობა. საინტერესო საქმიანობაში ჩართვას შემოგთავაზებენ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

მორიელი
შედეგს მოგიტანთ ის საქმე, რომელზეც ბოლო თვეები მუშაობდით. მეტი დრო დაუთმეთ გართობას, საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული საღამო მოიწყვეთ.

მშვილდოსანი
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. კარგი დღეა განმარტოებისა და მშვიდ გარემოში დასასვენებლად. თუ რამის შეცვლა გსურთ, დაფიქრდით.

თხის რქა
ენერგიული ხართ და თუ მოისურვებთ, მარტივად შეძლებთ გარშემო მყოფების გახალისებას. თუმცა, ვერც ეგოისტობაში დაგადანაშაულებთ ვინმე, თუ საკუთარ თავს დააყენებთ სხვებზე წინ.

მერწყული
დამშვიდდით, ამოისუნთქეთ და დაისვენეთ. არ დაიტვირთოთ თავი მნიშვნელოვანი საქმეებით. უმჯობესია, მეგობრებს ესტუმროთ და დღე მხიარულად გაატაროთ.

თევზები
სანამ ყველაფერს კარგად არ აწონ-დაწონით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. მოთმინებით აღიჭურვეთ, როცა საქმე ბავშვებს ეხება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0