32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული ავღანეთშია

Monday January 11th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაშია და პროვინცია მაზარ-ი-შარიფში მდებარე ბაზა „მარმალზე“ შეასრულებს სამშვიდობო მისიაა.

„ბრავო“ ასეული როტაციის წესით 32-ე ბატალიონის ალფა ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი ჯარისკაცები გერმანული ბუნდესვერის სარდლობის დაქვემდებარებაში, კოალიციის სხვა წარმომადგენლების გვერდი-გვერდ სამშვიდობო მისიას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებენ.

ისლამურ რესპუბლიკაში ჩასულ ასეულს ბაზაზე ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენლის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე,  წარმომადგენლობის მეკავშირე ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაალ ზაალიშვილი და „ალფა“ ასეულის მეთაური, მაიორი ირაკლი სურგულაძე დახვდნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის მთავარი ამოცანა ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი რამდენიმე დღეში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0