31 ივლისს სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა

01/08/2019

31 ივლისს სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სოფელ ხატისოფელში, მამხუტსა და ტალავერში ადგილზე ვითარებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. სტიქიამ ტალავერსა და ხატისოფელში საცხოვრებელი სახლების სახურავები, სოფელ მამხუტში კი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. ბუბა გობეჯიშვილმა მოსახლეობისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა და დაზარალებულებს კომპეტენციის ფარგლებში პრობლემების მოგვარება აღუთქვა. ამ ეტაპზე დაზარალებულ სოფლებში მუშაობას აგრძელებს სპეციალური კომისია, რომელმაც მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა უნდა დაადგინოს. სოფლებში ქარისგან წაქცეული ხეები უკვე მოიჭრა და გზები გაიწმინდა. შეგროვებული ხის მასალა შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგდათ.

„ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად დაზარალებული სოფლები მოვინახულეთ. ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს. კომისიის დასკვნის შემდეგ დაზარალებულ მოსახლეობას ჩვენ შესაბამის დახმარებას აუცილებლად გავუწევთ“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0