მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, დაბა ბაკურიანში სასკოლო არდადეგებზე მყოფი 300 მოსწავლე ალექსანდრე ჯეჯელავამ მოინახულა. მინისტრი მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ რამდენიმე სპორტულ ღონისძიებას დაესწრო და გამარჯვებულებიც დააჯილდოვა. აღნიშნული პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, მონაწილეების რაოდენობაც გაიზრდება და უფრო მეტი ახალგაზრდა დაკავდება სპორტით.
300-მა მოსწავლემ არდადეგები ბაკურიანში გაატარა
13/03/2017