ვერძი
დიდ ძალისხმევას მოითხოვეს მეგობრებთან ერთად სოციალური ღონისძიების მოწყობა. შეიძლება დახმარებაზე უარი გითხრათ ადამიანმა, რომელიც ადრე მუდმივად გეხმარებოდათ. ზოგიერთმა შეიძლება თქვენი იდეებიც გააპროტესტოს.
კურო
ახალგაცნობილთან გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება და ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებთ; დროს მხიარულად გაატარებთ. მთავარია, დიდი მოთხოვნა არ გქონდეთ და არავის არაფერს დაპირდეთ.
ტყუპი
თუ გარშემო მყოფებთან კონფლიქტური სიტუაცია წარმოიქმნება, ჯერ საკუთარ თავში ეძიეთ დამნაშავე და იფიქრეთ, რა ეტაპზე ხართ თქვენ. მშვიდად მოისმინეთ კრიტიკა. გარდა ამისა, თქვენი ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა, ყველაფერს რომ დაეთანხმოთ.
კირჩხიბი
კონსერვატიულმა შეხედულებებმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ პროგრესის მიღწევაში. იყავით მზად სიახლეებისთვის და ეცადეთ, ჰარმონია შეინარჩუნოთ საკუთარ თავში.
ლომი
რაც უფრო დაუფიქრებლად იმოქმედებთ, მით მეტ შეცდომას დაუშვებთ. ენერგიული ხართ და გამომგონები. კარგი დღეა ახალი საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად. ეცადეთ, სამსახურში რომანი არავისთან გააბათ.
ქალწული
ემოციური დღე ელით. უამრავი ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი და ყველაფერი უნდა მოასწროთ. სამსახურის საქმეების შემდეგ საღამოს გატარება მშვიდ გარემოში მოგინდებათ.
სასწორი
ნუ გგონიათ, რომ წინ გადაულახავი ბარიერები აღიმართა. თავადაც გაუმკლავდებით მას და გარშემო უამრავი გამოცდილი და გულისხმიერი ადამიანი გახვევიათ, რომლებიც დაგეხმარებიან.
მორიელი
ახალი საქმისთვის ერუდირებული და ყოველმხრივ მცოდნე ადამიანი გესაჭიროებათ. მასთან თანამშრომლობით ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ და წარმატებასაც მიაღწევთ.
მშვილდოსანი
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, დღეს ისეთ საქმეებსაც მარტივად გაართმევთ თავს, რომლებიც ადრე შეუძლებელ-მიუღწეველი გეგონათ.
თხის რქა
დღეს მიხვდებით, რომ დასვენება თქვენც გჭირდებათ. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. გული ერთგულ მეგობარს გადაუშალეთ. საღამო კი მშვიდ გარემოში გაატარეთ. გაიუმჯობესთ ძილის რეჟიმი.
მერწყული
თანამშრომლებთან კონფლიქტი ვის არ მოსვლია? მაგრამ ეს არ გაძლევთ მიზეზს, რომ შეაჩეროთ ახალდაწყებულ პროექტზე მუშაობა. დიპლომატიურად მოაგვარეთ განხეთქილება. მოერიდეთ ჭორებსა და ტყუილებს. წაგების შემთხვევაშიც კი ღირსება უნდა შეინარჩუნთ.
თევზები
ხანდახან არსებობს დღეები, როცა ძალისხმევის მიუხედავად საქმე ადგილიდან არ იძვრის. ასეთ დროს უნდა დაისვენოთ და გაანალიზოთ სიტუაცია. რჩევა ჰკითხეთ ახლობლებს, იმათაც კი, ვის აზრსაც ხშირად არ ეთანხმებით.