30 ივნისს “ქობულეთობა” გაიმართება

27/06/2016

30 ივნისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით სახალხო ზეიმი “ქობულეთობა” გაიმართება.
პროგრამა:
12:00 საათი – ავტორალი ჩოლოქის ხიდიდან ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე ფლეშმობი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე
13:00 საათი – მსვლელობა ღია ავტობუსებითა და ავტორალის მანქანებით ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ზღვისპირა პარკამდე
13:30 საათი – ზღვისპირა პარკი (ყოფილი გედების ტბის მიმდებარე ტერიტორია) აქტივობები ბავშვებისთვის: საბავშვო კონცერტი, ასფალტის მოხატვა, ზღაპრის გმირებთან და მასხარებთან შეხვედრა
14:00 საათი – ზღვისპირა პარკი (პორტატული შადრევანის მიმდებარე ტერიტორია) – ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის, სასტუმროებისა და რესტორნების საგამოფენო სივრცის დათვალიერება
14:30 საათი – ზღვისპირა პარკი, მხატვრის სახლი -ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერება
15:00 საათი – ზღვისპირა პარკის მოპირდაპირედ სანაპირო – პარაპლანისტებისა და სერფინგისტების შოუ
16:00 საათი – ზღვისპირა პარკის ამფითეატრი – კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. კონცერტის პარალელურად მოეწყობა სპორტული სანახაობები და ქობულეთელ ჩემპიონთა ფოტოგამოფენა
17:00 საათი – აგროსერვის ცენტრი – სოფლის პროდუქციისა და ადგილობრივი კულინარიული ნაწარმის გამოფენა, ღვინის სახლის დათვალიერება
19:00 საათი – კულტურის სახლი – გალა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით

Tweet about this on TwitterShare on Facebook0