30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

30/08/2019

ვერძი
დილა დაწყებული საქმეების დასრულებას დაუთმეთ, რათა საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატაროთ.

კურო გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით, ვისთანაც ადრე კონფლიქტი გქონდათ. კარგი დღეა მშობლიური ადგილების მოსანახულებლად.

ტყუპი
მოთოკეთ საკუთარი ემოცია, აიყვანეთ საკუთარი თავი ხელში და დაასრულეთ დაწყებული პროექტები. რთული საუბრის დროსაც კი არავის უთხრათ მწარე-მწარე სიტყვები.

კირჩხიბი
ერთი უკიდურესობიდან მეორეში ნუ გადავარდებით. დაიცავით თქვენი ინტერესები. საყვარელი ადამიანი მეტ მზრუნველობას იმსახურებს თქვენგან.

ლომი
გაფრთხილდით, უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და სიჩქარეში შეცდომა არ დაუშვათ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

ქალწული
დაისახეთ მიზანი და იბრძოლეთ მის განსახორციელებლად. ზოგიერთი საღამოს გემრიელობებით გაუმასპინძლდება ახლობლებს.

სასწორი
მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. არავის მისცეთ უფლება, რომ გვერდზე ჩაგაჩოჩოთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

მორიელი
კოლეგების მაგივრადაც მოგიწევთ მუშაობა, რათა დროზე დაასრულოთ პროექტები. ისე იმოქმედეთ, რო გაიუმჯობესოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსანი
საინტერესო წვეულებაზე მიგიპატიჟებენ. ნუ შეიძენთ იაფფასიან ნივთებს. განსაკუთრებით, თუ საყვარელი ადამიანისთვის აპირებთ მირთმევას.

თხის რქა
დრო ხანდახან სწრაფად გაიფრენს, განსაკუთრებით, როცა სასიამოვნო სამუშაოს ასრულებთ. საღამოს სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მერწყული
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ახლობლებთან შეთანხმებულად მიიღეთ. ნუ ფიქრობთ იდეალებზე, მთავარია, იყოს სარგებლიანი.

თევზები
მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარების იმედი გქონდეთ. ისინი ოცნებობენ, რომ ბედნიერი და წარმატებული იყოთ და ყველაფერში ხელს შეგიწყობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0