ადიგენში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

21/05/2018

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე დაბა ადიგენსა და მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს დაბა ადიგენში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები უტარდება თერთმეტ საცხოვრებელ კორპუსს – ერისთავის, ზაზაშვილის, ბალახაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 592 968 ლარით ფინანსდება.
მხარის გუბერნატორმა დაბა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა და ლელოვანი-ამხერის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა 3 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთზე მოწესრიგდება. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტ ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები და გაბიონები. ამასთანავე შეიცვლება წყლსადენი სისტემა და აშენდება სასმელი წყლის ახალი რეზერვუარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0