ლევან ზაუტაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ადგილობრივ, ყველაზე ხანდაზულ პირებს დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცეს

30/12/2017

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა და მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ადგილობრივ, ყველაზე ხანდაზულ პირებს დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცეს. ქალაქ მცხეთაში მცხოვრები თამარ ყირმიზოვი 2018 წელს 100 წლის ხდება. დამდეგი ახალი წელი მიულოცეს ასევე მარტოხელა, სოციალურად დაუცველ მოხუცებსაც.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა აღნიშნა, რომ მცხეთა- მთიანეთი გამოირჩევა ხანდაზმული პირების სიჭარბით, განსაკუთრებით, მთიან დასახლებაში. მისი თხოვნით, ყველა მუნიციპალიტეტმა სოციალურ ბიუჯეტში ყურადღება გაამახვილა სწორედ ხანდაზმულებზე, განსაკუთრებით, მარტოხელა და სოციალურად დაუცველ მოხუცებზე.
მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ხანდაზმულ პირებს 2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – დაბერების პოლიტიკის დოკუმენტის სამოქმედი გეგმის დამტკიცების შესახებ გააცნო. დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი უშუალოდ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით შეიქმნა და ხანდაზმული პირებისთვის სერიოზულ შეღავათებს და ინიციატივებს გულისხმობს. ეს არის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგება , თაობათაშორისი ურთიერთობების დარეგულირება, პროფესიული გადამზადების პროგრამების შემუშავება და საზოგადოებაში მათი სრული ინტეგრაცია. დიმიტრი ხუნდაძე მოხუცებს შეპირდა, რომ ამ ინიციატივების განხორციელების შემდეგ ისინი მეტ ყურადღებას მიიღებენ სახელწიფოსგან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0