3 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

03/09/2019

ვერძი
უნდა გათავისუფლდეთ წარსულისგან. გაუღეთ გული ახალ შესაძლებლობებს. იყავით მეტად ორიენტირებული მომავალზე. ნუ გააგრძელებთ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, ვინც წარსულ წარუმატებლობას გახსენებთ.

კურო
შეიძლება ახალ სამსახური შემოგთავაზონ ან ახალი საქმიანობაში ჩართვა. მართალია, თქვენ გერჩივნათ, ძველ საქმეებს დაბრუნებოდით, მაგრამ მთავარი ახალი გამოცდილება და ცოდნაა, რაც მომავალში აუცილებლად გამოდგებათ.

ტყუპი
დილიდან ახალი იდეების ჩანიშვნა-განხილვაში იქნებით. დღეს უნდა დაიწყოთ ზოგიერთის განხორციელებაც. სასურველია, ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი იშრომოთ. ნუ შექმნით იდეალურ გეგმას, მარტივი იყოს და ადვილად განსახორციელებელი.

კირჩხიბი
გარშემო მყოფებსა და რთულ სიტუაციას იუმორით განმუხტავთ. დღეს მიხვდებით, რომ ადამიანებს, რომლებსაც რაღაც მიზანი აქვთ, უნდა აჯობოთ. თავადაც უნდა გქონდეთ წარმატების მიღწევის სურვილი და უნდა იყოთ მიზანმიმართული.

ლომი
სასიამოვნო მომენტებით აღსავსე, დასამახსოვრებელი და სიანტერესო დღე გელით. ეცადეთ, დიდი შეცდომები არ დაუშვათ და პატარ-პატარები მალევე გამოასწოროთ. გამარჯვებების შესახებ ყველას ნუ მოუყვებით. საღამოს წვეულებაზე საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.

ქალწული
არ აჩქარდეთ, დაფიქრებულად იმოქმედეთ. მიმოიხედეთ, იქნებ ვიღაც ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას? ნუ შეიქმნით ძალიან დაკავებული ადამიანის იმიჯს. ხანდახან გარშემო მყოფებთან ურთიერთობა კარიერაზე უმთავრესია.

სასწორი
დასვენებას ნუ ელოდებით. დღეს უნდა იმუშაოთ. განახორციელეთ ჩანაფიქრი. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეთ იდეების განხორციელება და საღამოს, საკუთარი მიღწევებით აღფრთოვანებული, ამაყი დაბრუნდებით შინ.

მორიელი
მეტად უნდა იკონტაქტოთ ადამიანებთან. გაიჩინეთ ახალი ნაცნობები და ესაუბრეთ მათ თქვენს იდეებზე. გარშემო მყოფებსაც და ახალგაცნობილებსაც გამოჰკითხეთ მოსაზრებები.

მშვილდოსანი
გაფრთხილდთ, შეიძლება ვიღაცამ ცილი დაგწამოთ ან სკანდალში სცადოს თქვენი აყოლიება. მიეცით ადამიანებს საშუალება ბოლომდე “დაიცალონ” უარყოფითისგან. თქვენ კი მშვიდად დააკვირდით მათ.

თხის რქა
სამსახურის საქმეების მოგვარებით იმდენად იქნებით დაკავებული, რომ პირად ურთიერთობებში წარმოქმნილი უსიამოვნებები არც გაგახსენდებათ. თუ ადამიანი საქმეების მოგვარებაში ვერ დაგეხმარებათ, გაგამხნევებთ მაინც.

მერწყული
გამოცდის დღეა. კარგი განწყობა და იუმორის გრძნობა მაქსიმალურად დაგეხმარებათ თავი შეიკაოთ კამათისგან. ავტორიტეტული ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ.

თევზები
პასუხისმგებლობით მოეკიდეთ გარშემო მყოფების არჩევანს. გაითვალისწინეთ, რომ ნეგატიურად განწყობილი კეთილ საქმეებს ვერ შეასრულებთ. ახლობლების კრიტიკას იუმორით მიუდექით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0