ვერძი
დღეს შეიძლება აგიხდეთ ყველაზე სანუკვარი ოცნება. არ ღირს იმაზე ფიქრი კონკრეტულად თუ რომელი სურვილი აგისრულდებათ. შეიძლება ის რაც აგიხდებათ ეხლა არც კი გაგახსენდეთ, მაგრამ მაინც სასიამოვნო იქნება. უკეთესის მოლოდინით იცხოვრეთ და აუცილებლად აგიხდებათ.
კურო
ისწავლეთ იმის დაფასება რასაც ცხოვრება გასწავლით. ყოველმა დღემ შეიძლება რაღაც ახალი გასწავლოთ, მთავარია მოსმენა და დანახვა ისწავლოთ. დღვანდელი დღე შეიძლება დიდი ცვლილებების დასაწყისი გახდეს თქვენს ცხოვრებაში.
ტყუპი
ჩვენი მომავალი ყოველთვის ისეთია როგორსაც ჩვენ ვქმნით. ნუ შეეცდებით შეცვალოთ ქვეყანა თქვენს გარშემო, უმჯობესია საკუთარი თავი შეცვალოთ. იმუშავეთ საკუთარ თავზე, შეეცადეთ შეიცვალოთ, ეს ხელს შეგიწყობთ, რომ ცხოვრებაში მეტს მიაღწიოთ.
კირჩხიბი
დილიდან მზად იყავით კამათისთვის, რომლის ალბათობაც იზრდება შუა დღისით. დღის პირველ ნახევარში ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებთ. შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და პროვოკაციას არ წამოეგოთ, მოერიდეთ ზედმეტ განცდებს, საღამოსკენ არავის აღარ ემახსოვრება კონფლიქტის შესახებ. თუ დილიდან იმუშავებთ ისე როგორც საჭიროა საღამოსკენ სასიამოვნოდ დასვენებას შეძლებთ.
ლომი
დიდია ალბათობა, რომ დღევანდელი დღე გარკვეული დაძაბულობის გარეშე არ ჩაივლის თქვენთვის. თუმცა უმჯობესია, საკუთარი პოზიციების დასაცავად, (მით უმეტეს, თუ ეს საქმიან სფეროს ეხება) მაქსიმალური პრინციპულობა გამოიჩინოთ და მოვლენების მსვლელობას თვალი, მხოლოდ კულისებიდან არ ადევნოთ. დღეს გარშემომყოფები თქვენს ძალისხმევას სათანადოდ დააფასებენ.
ქალწული
დღეს პროფესიული თვალსაზრისით ნებისყოფისა და პრინციპულობის მაქსიმალურ გამოვლენა მოგეთხოვებათ. პლანეტების არასასურველი გავლენის შედეგად, დიდია ალბათობა იმისა, რომ საქმიანმა პარტნიორებმა თქვენი გულუბრყვილობით ბოროტად ისარგებლონ და ერთობ საეჭვო გარიგებაშიც კი ჩაგითრიონ. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეთ, სანამ ახალ პროექტზე მუშაობას ან ბიზნეს-შემოთავაზებას დათანხმდებოდეთ.
სასწორი
დღეს თქვენში გამძაფრდება შემოქმედებითი პოტენციალი და პრობლემებისადმი ფილოსოფიური მიდგომა, რაც ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან დაგეხმარებათ ღირსეული გამოსავლის პოვნაში. თუმცა მაქსიმალურად მოერიდეთ პირად ურთიერთობებში დაუკვირვებელი ქმედებების ჩადენას. საყვარელი ადამიანის მისამართით, თუნდაც ხუმრობით ნათქვამმა კრიტიკამ, შესაძლოა თქვენი ურთიერთობა მოულოდნელად, მაგრამ ხანგრძლივი დროით დაძაბოს.
მორიელი
დღეს გაგიძლიერდებათ შემოქმედებითი პოტენციალი და პრობლემებისადმი ფილოსოფიური მიდგომა, რაც ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან დაგეხმარებათ ღირსეული გამოსავლის პოვნაში. თუმცა მაქსიმალურად მოერიდეთ პირად ურთიერთობებში დაუკვირვებელი ქმედებების ჩადენას. საყვარელი ადამიანის მისამართით, თუნდაც ხუმრობით ნათქვამმა კრიტიკამ, შესაძლოა თქვენი ურთიერთობა მოულოდნელად და ხანგრძლივი დროით დაძაბოს.
მშვილდოსანი
თანამოაზრეებთან და მეგობრებთან შეხვედრა ძალიან სასარგებლო იქნება მთელი დღის განმავლობაში. თუ თქვენ კონტაქტური და ინტერესიანი ადამიანი ხართ ბუნებით ახალი ნაცნობობა მრავალ სიურპრიზს გპირდებათ. საუბრისას შეეცადეთ ზოგად საკითხებზე გააკეთოთ აქცენტი, მოერიდეთ კონფლიქტური სიტუაციის შექმნას. გვიან საღამოსკენ შეამჩნევთ, რომ ინტერესი ახალი ნაცნობის მიმართ გაგინელდებათ.
თხის რქა
დღე საკმაოდ მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის. შეგიძლიათ საქმიანი კონტაქტების გაფართოება-გამრავალფეროვნებით დაკავდეთ. თუკი ახლო მომავალში სამსახურეობრივ მივლინებას გეგმავდით დღევანდელი დღე გამგზავრებისთვის საუკეთესოა, რადგან სავსებით შესაძლებელია, უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას, სწორედ დღეს მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ, მომგებიან შეთანხმებას.
მერწყული
დღეს თავი უნდა შეიკავოთ ნებისმიერი სახის სარისკო გადაწყვეტილების მიღებისაგან. უმჯობესია დრო საკუთარ გრძნობებში გარკვევას და ინტელექტუალურ განვითარებას დაუთმოთ. მოინახულეთ ის ადამიანები, ვისაც თქვენი თანადგომა და მეგობრული მხარდაჭერა სჭირდება, მათი გულწრფელი მადლიერება განწყობას აგიმაღლებთ და ბოლო პერიოდში შესუსტებულ საკუთარი თავის რწმენასაც გაგიმყარებთ.
თევზები
ბოლო პერიოდში ბევრი ემოცია დაგიგროვდათ გულში, შეიძლება ითქვას, საკმარისზე მეტიც კი. დროა გულახდილად ისაუბროთ ვინმესთან, ამით უდიდეს შვებას იგრძნობთ. დღეს ასევე შესაძლებლობა მოგეცემათ, გარშემომყოფები საკუთარი დამოუკიდებლობითა და ხასიათის სიმტკიცით გააოცოთ. მართალია თქვენი ნატურიდან გამომდინარე, როგორც წესი ძირითადად გუნდში მუშაობა გირჩევნიათ, მაგრამ მაგრამ დღეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გუნდურ თამაშს, საკუთარი ინდივიდუალიზმი უნდა დაუპირისპიროთ და წარმატების მისაღწევად დამოუკიდებლად იმოქმედოთ.