ვერძი
ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. ადვილად გაუმკლავდებით დაგროვილ საქმეებს. ზოგიერთი ახალი პროექტების განხორციელებასაც კი დაიწყებს. დაეხმარეთ ახლობლებს.
კურო
ახალგაცნობილების მიმართ კრიტიკული ნუ იქნებით. შთაბეჭდილებები ახლობლებს გაუზიარეთ; ახალი იდეები – კოლეგებს და საქმიან პარტნიორებს.
ტყუპი
ოცნებები, რომლებიც მივიწყებული გქონდათ, შეიძლება რეალობად აქციოთ. მეტი პოზიტიური ემოციით დაიმუხტეთ. თუ ახალი ურთიერთობის დაწყება გსურთ ახალი ტაქტიკა უნდა შეიმუშაოთ.
კირჩხიბი
გაუფრთხილდით რეპუტაციას. ის შელახული არ გაქვთ. უბრალოდ, ცუდ ხასიათზეც რომ იყოთ, მიწვევაზე უარი არ თქვათ, ელეგანტურად გამოეწყვეთ და კარგი განწყობით ეკონტაქტეთ გარშემო მყოფებს.
ლომი
საქმიანი ურთიერთობა შეიძლება მეგობართან დაიწყოთ ან რომანტიკულში გადაიზარდოს. სწრაფად აითვისებთ საჭირო ცოდნას.
ქალწული
დააკვირდით დეტალებს. მოაწესრიგეთ საქმეები, თქვენი ტერიტორია. სასურველია, ოჯახთან ერთად მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე.
სასწორი
სასიამოვნო და პოზიტიური დღე გელით. ახლობლების მხარდაჭერით ახალი საქმეების დაწყება-მოგვარებას შეძლებთ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს.
მორიელი
საქმეები კარგად მიგდით, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც ეს თქვენ გსურთ. მეტად დაისვენეთ, სასიამოვნოზე იფიქრეთ. ყველაფერი თავის დროზე შესრულდება.
მშვილდოსანი
ნუ ხართ ზედმეტად კრიტიკული საკუთარი თავის იმართ. კარგი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ახლობლებთან, წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის ბოდიშის მოსახდელად.
თხის რქა
ჩამოწერეთ სამომავლო საქმეები გეგმა. ყველა დეტალი კარგად გააზრებულ-გათვლილი უნდა გქონდეთ. გაერკვიეთ საკუთარ გრაფიკშიც, გამონახეთ დრო დასვენებისთვისაც.
მერწყული
საკუთარი სურვილების ხმამაღლა გამოთქმის ნუ მოგერიდებათ. თანამოაზრეებს ახალი იდეების (ყველაზე გიჟურისაც კი) განხორციელება შესთავაზეთ.
თევზები
თავგადასავლებით აღსავსე დღე გელით. იყავით დაკვირვებული სიახლეებისდამი და იმ ადამიანებისადმი, რომლებიც დღეს გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში.