3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

03/06/2019

ვერძი
შეიძლება ვერ მიიღოთ ის, რაც გულით გსურდათ ან გარშემო მყოფებმა სათანადოდ ვერ დაგაფასონ. საღამოს არაფერი ახალი არ დაგეგმოთ. ზოგიერთს საყვარელ ადამიანთან დაშორება ელის.

კურო
არ გამოავლინოთ ზედმეტი ინიციატივა. შეიძლება გართულდეს ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, შვილებთან. მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს სამსახურშიც და სახლშიც.

ტყუპი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან, მგზავრებთან. სხვა დღისთვის გადადეთ ოფიციალურ პირებთან საქმეების განხილვა, ურთიერთობის გარკვევა. სიფრთხილე გმართებთ სამედიცინო სფეროსთან.

კირჩხიბი
დაკვირვება გმართებთ მუშაობისას და ნურც ზედმეტი კითხვების დასმა მოგერიდებათ. ზომიერება გმართებთ ფულის ხარჯვისას. ზოგიერთს საყვარელი ადამიანი იმედს გაუცრუებს, მაგრამ დაშორებას ყველა ვერ გადაწყვეტს.

ლომი
სასიამოვნო მომენტებიც გექნებათ და დაძაბულიც. ზოგიერთს ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მოუწევს. შეიძლება თითქმის ბოლომდე მიყვანილ პროექტებს გამოეთიშონ პარტნიორები. რაც უფრო მეტი გაქვთ გამოცდილება, მით მარტივად მოაგვარებთ უსიამოვნებებს.

ქალწული
სანამ რამეს იტყვით ან გააკეთებთ, საკუთარ თავში გაერკვიეთ და ნეგატივიც მინიმუმამდე შეამცირეთ. პირად ცხოვრებში მომხდარი განცდები მუშაობაში ხელს შეგიშლით. მოიცილეთ უსაფუძვლო შიშები.

სასწორი
მოთმინებით აღიჭურვეთ და მეტად გამოავლინეთ კრეატიულობა. შეიძლება ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც ეს თქვენ გსურდათ. გაურკვევლობებია მოსალოდნელი ფინანსურ სფეროში. ზოგიერთს იმედი მეგობრებში გაუცრუვდება.

მორიელი
თქვენი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასეთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფები თქვენგან ბევრს ითხოვენ. თუ გრძნობთ, რომ ჩვეული გზა სასურველ შედეგს არ იძლევა, შეცვლეთ მიმართულება.

მშვილდოსანი
შეფერხებების, გაურკვევლობების ალბათობა მოიმატებს. შეიძლება იმედი გაგიცრუოთ ზოგიერთმა ადამიანმა. ნუ ჩაიციკლებით ნეგატივზე, გარშემო უფრო მეტი პოზიტივია. დაკვირვება გმართებთ მგზავრობის, გართობისა და თამაშების დროს.

თხის რქა
კამათისა და უსიამოვნებების გარეშე პროგრესი წარმოუდგენელია. საქმიან სფეროში მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ. შეიძლება ზოგიერთს შეზღუდვები დაგიწესონ. ყველა უსიამოვნობა გაქრება გზიდან, თუ საქმეებს სათავეში თქვენ ჩაუდგებით.

მერწყული
ნუ ხართ გარშემო მყოფების მოსაზრებებზე დამოკიდებული. ზოგიერთის აზრმა შეიძლება თქვენზე უარყოფითად იმოქმედოს. ნუ დაუკავშირდებით მათ, ვინც პროფესიული წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს. განსხვავებული აზრის გამო ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

თევზები
საქმე იდეალურად რომ გამოგივიდეთ, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. ბალანსი უნდა დაიცვათ აუცილებელსა და სასიამოვნოს შორის. აგრეთვე, დაიცავით დღის რეჟიმი და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყავით. გაუმჯობესეთ ურთიერთობა ბავშვებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0