3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

03/01/2020

ვერძი
დღეს შესაძლოა სერიოზული ცვლილებები მოხდეს საქმიანობაში. არ ღირს აღელვება და გაცხარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდ შედეგებს ვერ ასცდებით. შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ, პირველ რიგში ეს მათ ეხება, ვისაც გულსისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შესაძლოა ოჯახში დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს.

კურო
კარგი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ჯანმრთელობის პრობელემები არ გაქვთ, თუ არ ჩავთვლით მცირედ დათრგუნულ და ნერვოზულ მდგომარეობას. არასასურველი დღეა საქმიანობისათვის, მიზნების მიღწევის ჯიუტი მცდელობისთვის. ოჯახთან ერთად წადით დასასვენებლად ქალაქგარეთ.

ტყუპი
კარგი დღეა კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის. სიზარმაცე და უყურადღებობა შეიძლება თქვენი მიღწევების გაუფასურების მიზეზი გახდეს. შესაფერისი დღეა ექიმთან ვიზიტისა და რეცეპტის მიღებისთვის. თქვენი განწყობა უკეთესია.

კირჩხიბი
დღეს იშვიათი წარმატება გექნებათ საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას. ნუ იცრუებთ – ეს თქვენს საწინააღმდეგოდ იმუშავებს. ნერვულ ნიადაგზე ქრონიკული დაავადებების განვითარების საშიშროება არსებობს. კარგი დღეა მეწარმეობისა და ვაჭრობისთვის.

ლომი
დღეს იშვიათი წარმატება გელით საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ზომიერება და ტაქტი. საკითხები, რომლებსაც დახურულად თვლიდით, ისევ განახლდება. ნუ მოდუნდებით! დღეს ნებისყოფა და გონება გჭირდებათ.

ქალწული
დღეს უარს მიიღებთ მაღალჩინოსნებისგან დახმარების თაობაზე. თუ კარგად იშრომეთ, მოსავალსაც კარგს აიღებთ. შეიძლება მოულოდნელი ინტერესი გამოიწვიოს რელიგიამ. მომწამვლელ ნივთიერებებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, დაიცავით წამლების დოზა.

სასწორი
საუკეთესო დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისა და ვიზიტებისათვის. სასიყვარულო შეხვედრები სჯობს გადადოთ – ეს დღეს კარგს არაფერს მოგიტანთ. სასიხარულო და სასარგებლო იქნება მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობა. ფინანსურ საკითხებში გამოიჩინეთ სიფრთხილე.

მორიელი
დღეს მეტად თამამი იქნებით გადაწყვეტილებების მიღებაში. სასიყვარულო იმედგაცრუებას რთულად გადაიტანთ. თუ გყავთ უცხოელი მეგობრები კარგი დღეა მათთან შესახვედრად. შეეცადეთ სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი
დღევანდელი დღე სითამამმეს მოგანიჭებთ გადაწყვეტილებების მიღებისას. შესაძლოა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები შეგექმნათ. ხანგრძლივი და ბევრი სამუშაო – ეს არის დღევანდელი დღის სიმბოლო.

თხის რქა
აქტიური, შემოქმედებითი დღეა. თქვენმა გრძნობებმა შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს კარიერას. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს – ეს არ არის შესაფერისი დღე მკვეთრი ცვლილებებისთვის. თავი შეიკავეთ უგნური სურვილებისგან.

მერწყული
დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.

თევზები
კარგი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. შეძლებთ მიზნებისა და ამოცანების მკაფიოდ ჩამოყალიბებას. ყველაფერში ზომიერება დაიცავით. ნაყოფიერი იდეები მოგივათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0