ვერძი
რუტინული საქმეების შესრულება მოგიწევთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ წესებსა და ინსტრუქციებს. გაფრთხილდით, არავინ ჩაგითრიოთ ინტრიგაში. ენდეთ გამოცდილი ადამიანის რჩევას. ნუ გადადებთ ვიზიტს ექიმთან.
კურო
ენერგიული ხართ და დაგროვილ საქმეებთან გამკლავება არ გაგიჭირდებათ. დილით კარგია ვარჯიში. სიყვარულში რომანტიკის დრო არაა, მზრუნველი ძიძის ან მცველის როლი უნდა შეასრულოთ.
ტყუპი
სიტუაციის გამო დაძაბული იქნებით. სამსახურისა და საოჯახო საქმეები დაუყოვნებლივ იქნება მოსაგვარებელი. ეცადეთ სწორად გადაანაწილოთ ძალები, რათა დღის ბოლოს გამოწურულ ლიმონს არ დაემსგავსოთ.
კირჩხიბი
მივლინების, საქმიანი შეხვედრების დღეა. მეტი დრო დაუთმეთ მკურნალობას, პროფილაქტიკური პროცედურების ჩატარებას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მომსახურე პერსონალთან, მეზობლებთან, კოლეგებთან.
ლომი
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფინანსური, საქმიანი და საბინაო საკითხები. კარგი დღეა სარემონტო ინსტრუმენტების შესაძენად. დააკვირდით წვრილმანებს.
ქალწული
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებზე მუშაობას, სანამ ძველებს არ დაასრულებთ. დაიხმარეთ კოლეგები, ნათესავები. უკვე გაკვალული გზებით იარეთ. დღეს ინოვაციებს ნუ გამოიყენებთ.
სასწორი
არ იზარმაცთ, მაგრამ თუ ვინმე დახმარებას შემოგთავაზებთ, უარი არ უთხრათ. შეიძლება ვალის დაბრუნება მოგთხოვონ. გამოცდილ პარტნიორს მოაგვარებინეთ რთულ საკითხები.
მორიელი
თუ გაქვთ მიზანი, ამოქმედდით. თქვენი გეგმა გააზრებული და დეტალურად შესწავლილი უნდა იყოს. დღეს შეძლებთ თითოეულ საკითხს ჩაუღრმავდეთ და სრულყოფილებამდე მიიყვანოთ.
მშვილდოსანი
იყავით ოპერატიული და მოქნილი. მზად იყავით, შეიძლება დახმარება, საქმეების სწრაფად შესრულება მოგთხოვონ. მნიშვნელოვანი დღე ელით მედიცინის, სპორტის სფეროს წარმომადგენლებს.
თხის რქა
წარმატებული დღე გელით. გამარჯვება თქვენს შრომისუნარიანობასა და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. დახმარებას გაგიწევენ ძველი მეგობრები, უცხოეთში მცხოვრები ნათესავები. შეიძლება აგისრულდეთ ძველი ოცნებები, რომელთა მიმართაც პესიმისტურად იყავით განწყობილი ან ხელი გქონდათ ჩაქნეული.
მერწყული
დღევანდელი დღის ლოზონუგია – მეტი აკურატულობა. ეს ეხება საქმეებსაც და ურთიერთობებსაც. განსაკუთრებით თუ ქირურგიულ სფეროში მუშაობთ ან ტექნიკურ ექსპერიმენტს ატარებთ.
თევზები
მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას და კარდინალურ ცვლილებებს. საშიშ კონკურენტებთან მეგობრული ურთიერთობა უნდა დაამყაროთ. ეცადეთ არ იზარმაცოთ და ვალდებულებების ნაწილი მაინც შეასრულოთ.