ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი ინფრასტრუქტურული პროექტი, – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა და დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
მაშინდელმა გაერთიანებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ 2013 წელს საქართველოს მთავრობას პრობლებური ობიექტები წარუდგინა. 30 პრიორიტეტულ პროექტს შორის საქართველოს მთავრობამ პირველი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია დააფინასა.
სრულიად განახლებული სასახლის იერსახე თანამდროვე არქიტექტურით ქალაქში გამორჩეული ობიექტია. სასახლის საზეიმო ვითარებაში გახსნას რეაბილიტაციის პროექტის ავტორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა რეაბილიტირებული სასახლის გახსნა საგანგებოდ იზეიმეს.
28 წლის შემდეგ განახლებული სასახლე გაიხსნა
14/06/2016