28 ოქტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28/10/2018

ვერძი
მეტი ყურადღება მიაქციეთ სარეკლამო აქციებს, რეიტინს, კლიენტების მოზიდვას. აქტუალურია მოდის, ესთეტიკის, მოგზაურობისა და საჩუქრების საკითხები.

კურო
შერიგების დღეა. იყავით მეტად რბილი, ღიმილიანი. წყენასა და ბოღმას ნუ ჩაიდებთ გულში.

ტყუპი
განწყობას გაგიუმჯობესებთ ფლირტი, მეგობრებთან შეხვედრა. იყავით ზომიერი და ნუ გახდებით ჩაციკლული რამეზე.

კირჩხიბი
ვერ შეძლებთ უარს თქმას ლამაზი ნივთების შეძენაზე. გაგიუმჯობესდებათ გემოვნება.

ლომი
კარგი დღეა ახალი სამოსის, აქსესუარების შესაძენად. განწყობას გაგიუმჯობესებთ სალონში ვიზიტი.

ქალწული
მეტად გამოავლინეთ თქვენი კულინარიული და არსტისტული ნიჭი.

სასწორი
გაგიტაცებთ მოდის, დღესასწაულის მოწყობის, თეატრალური წარმოდგენენის სფერო. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, მაგრამ ნაცნობობა ხანმოკლე აღმოჩნდება.

მორიელი
თქვენი კარიერა კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული, რომელზეც კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები.

მშვილდოსანი
წარმატებული დღე ელით მსახიობ და მოდელ ნიშნებს. ხანმოკლე ფლირტი (ვირტუალურიც) განწყობას გაგიუმჯობესებთ.

თხის რქა
უარი არ თქვათ მიპატიჟებაზე, პაემანზე. დაესწარით კულტურულ ღონისძიებას.

მერწყული
გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობა. რუტინულ საქმეებში მეტი კრეატივი შეიტანეთ.

თევზები
საინტერესო ცვლილებები გელით სწავლასთან, სამსახურთან დაკავშირებით. საქმეების შესრულებაში ბავშვებიც აიყოლიეთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0