28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

27/05/2021

28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით, კრწანისის რაიონში, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალარინებისა და სასმელი წყლის მილების შეცვლას ასრულებს. ამის შემდეგ კი, კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას დაიწყებს. სამუშაოების ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება. ჟანი კალანდაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობისთვის აუცილებელია საავტომობილო გზაზე ორმხრივი მოძრაობის შეზღუდვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0